საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში პოზიციებს კარგავს

ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა.
შარშან საქართველო რეიტინგში მე-15 ადგილზე იყო წელს კი 24-ე პოზიციაზეა. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო 12 წლის მონაცემებით, საქართველო რეფორმების კუთხით მსოფლიო ლიდერია.
ანგარიშში საუბარია ისეთ მიღწევებზე, როგორიცაა კომერციულ საქმეებზე სარჩელის შეტანის ელექტრონული სისტემის დანერგვა, ასევე, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება.
სამშენებლო ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადის 10-დან 5 დღემდე შემცირება და სხვა, მაგრამ რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს რეიტინგი მაინც გაუარესდა.