მნიშვნელოვანისიახლეები

“საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!”-აქცია თბილისში

თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” საპროტესტო აქციას მართავს ლოზუნგით, “ბოდიშს არ მოვიხდით”.

შეკრებილები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. აქციაზე ახალგაზრდული მოძრაობის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგრნლები იმყოფებიან.

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “დაფიონია”. სამოქალაქო აქტივისტები ოლიგარქი ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ “მას, ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება”.
ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს, რომელსაც ორი დროშა უჭირავს – ერთი მმართველი ძალის სიმბოლიკით, ხოლო მეორე რუსეთის ფედერაციის. აქციის მონაწილეების

მტკიცებით, დღევანდელი მთავრობა პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რაც მათთვის მიუღებელია. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გორში, 14 სექტემბერს მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

მსგავსი პოსტები

Back to top button