მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველო ჩინურ SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ მიიღებს

საქართველოში კიდევ ერთი ჩინური SINOVAC-ის ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს. მისი თქმით, ახალ ვაქცინას ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს.

“ჩინეთის მთავრობა საქართველოს, ასევე გადასცემს უსასყიდლოდ SINOVAC-ის ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს თურქეთში დაახლოებით 15 მილიონი დოზა. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა აზერბაიჯანში. წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებს აპრილის შუა რიცხვებში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში ჩართულებს არჩევანი “ასტრაზენაკასა” და “ფაიზერის” ვაქცინებს შორის შეუძლიათ.

3 აპრილს საქართველომ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზაც მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მისი გამოყენება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button