საქართველო იაპონიასთან დამარცხდა
12 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე , საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში იაპონიასთან ანგარიშით 22:28 დამარცხდა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა მე-10 წუთზე პირველი ლელო იაპონიამ დადო. 25-ე წუთზე მეტოქეს ვიტო კოლელიშვილის ლელოთი ვუპასუხეთ, თუმცა მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა. პირველი ნახევრის მიწურულს ვასილ ლობჟანიძემ იაპონელებს ლელო დაუდო და საქართველო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა. შესვენებაზე ჰეიგის გუნდი ლიდერის რანგში გავიდა – 12:8. მეორე ტაიმის დასაწყისში იაპონელმა მორაგბემ დიდი სივრცე კარგად გამოიყენა და ლელო დადო – 12:13. რვა წუთში ბიწაძემ შეტევა დააგვირგვინა, კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 19:13. ამას მოყვა ის, რომ „მეკომ“ საჯარიმო გაიტანა – 22:13. იაპონელებმა ჩვენი ნაკრების ჩათვლის მოედანში ბურთი კიდევ ერთხელ შეიტანეს – 22:20. ამის შემდეგ სტუმრებმა მორიგი ლელო დადეს – 22:25. იაპონელემბა შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 22:28. ერთად ვუგულშემატკვროთ ჩვენს ნაკრებს მომოვალ შეხვედრებში. რაგბი ჩვენი თამაშია.