მნიშვნელოვანისატესტო

საქართველო იქნება EU-ს წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა-ოპოზიცია

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა – რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, არასდროს უთქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობა უნდა შეწყდეს.
ვაშაძის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოს ეკონომიკა რუსულ ეკონომიკაზე არ იყოს დამოკიდებული.

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებებს, სადაც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, შალვა პაპუაშვილი ამ განცხადებებით ცდილობს, საზოგადოება ორად გაყოს. ვაშაძემ რუსეთთან სავაჭრო საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებაზე, კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება? დაპირისპირებისკენ მოწოდება? კიდევ მეტი ზიზღი? კიდევ მეტი სიძულვილი? სიყალბე არის მათი ხელწერა. ჩვენ დიახაც ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან. არასდროს არ გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მთავარი ჩვენი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე არ იყოს დამოკიდებული ქართული ეკონომიკა, როგორც ეს გააკეთა “ქართულმა ოცნებამ.”

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი,” – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
„ძალიან გთხოვთ, ჩვენს რიტორიკასთან დაკავშირებით „ქოცურ“ სიყალბეს ნუ გაჰყვებით, სიყალბე არის მათი ხელწერა. დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან. არასდროს გვითქვამს, რომ ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართული ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რუსულ ეკონომიკაზე, როგორც ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. მაგალითად, ფქვილის 100 პროცენტი შემოდის რუსეთიდან, საწვავიც შემოდის რუსეთიდან. არ მინდა, დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე. რაც შეეხება ვაჭრობას, დღეს რუსეთი სამჯერ მეტს ყიდის საქართველოში, ვიდრე საქართველო ყიდის რუსეთში. მინდა, პირიქით იყოს ეს ბალანსი, სამჯერ მეტს ვყიდდეთ ჩვენ და არა რუსეთი, ჩვენ მეტად ვსარგებლობდეთ ამ სავაჭრო ურთიერთობით, ვიდრე რუსეთი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, პრიორიტეტი არის ევროკავშირისკენ სვლა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, ერთიან საქართველოში ცხოვრება.

„ჩვენ არასდროს მათსავით ზიზღისა და დაპირისპირებისკენ არ მოვუწოდებთ ხალხს. გთხოვთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუ იმეორებთ. მესმის, რომ პროპაგანდისტული ტელეარხები განსაკუთრებით ცდილობენ, თავიდან ბოლომდე დაამახინჯონ ჩვენი განცხადებები. მე გეუბნებით ჩემს პოზიციას. საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი და არა ის, რა მიზანიც აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ ბოლომდე ჩამოგვკიდოს რუსულ ეკონომიკაზე. საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის ეკონომიკის ნაწილი, საქართველო უნდა იყოს ამერიკასთან ერთად განვითარებული, საქართველო უნდა იყოს ცივილიზებულ სამყაროს შორის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილს სჩვევია არათანმიმდევრულობა და საკუთარი რიტორიკის შეცვლა, რაც მთლიან ოპოზიციურ განწყობებს ქვეყანაში აზიანებს.

თუმცა, როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, თავად მათ პარტიას რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ნაწილში რიტორიკა არ შეუცვლიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button