მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველო კანდიდატის სტატუსი მოლოდინშია

საქართველო კანდიდატის სტატუსი მოლოდინშია რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ევროკომისიას უკვე გადაეგზავნა. მმართველმა გუნდმა კი მუშაობა დაიწყო.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმაზე მთავრობამ სწრაფად იმოქმედა, 9 დათქმაზე კი, ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. მოწოდების მიუხედავად, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის სრული შემადგენლობის ჩართვა ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ზუსტად ორ კვირაში, 14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერები, 27 ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი ბრიუსელში შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, საუბარია 10 ქვეყანაზე, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ. ეს პაკეტი პირველად მოიცავს საქართველოსაც, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ბევრი გააკეთა, თუმცა „უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.“ „ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება“ – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გაერთიანდეს და იმუშაოს ერთად, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩი იმედოვნებს, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ პოზიტიურ რეკომენდაციას. „მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9-ნაბიჯიანი სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „X“-ზე წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, შეხვედრა კახეთის რეგიონში, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან მეგობრულ, არაფორმალურ გარემოში გაიმართა.

„კახეთის სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო. გავმართეთ საუბრები ამ რთულ და საინტერესო გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button