მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაშია-გამკაცრდება თუ არა კვლავაც რეგულაციები

საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამოირიცხება ეპიდვითარება ქვეყანაში ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, ამის შესახებ სპეციალისტები საუბრობენ.

ეპიდემიოლოგები პრევენციის მიზნით, მოსახლეობას პირბადეს, დისტანციას და ვაქცინაციის აუცილებლობას ახსენებენ.

“არის თეორიული საფრთხე, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რეკომენდაციების დაცვა მოსახლეობის მხრიდან ნაკლებად ხდება. თუ ჩვენ რეკომენდაციების ზედმიწევნით არ დავიცავთ, ეს რისკებს ზრდის, რომ ეპიდვითარება გაუარესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად წავიდეს,” – აღნიშნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button