მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქიით დაზარალებულებს მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზარალი აუნაზღაურდებათ

“ხელისუფლებამ სეტყვით დაზიანებული სახურავების სრულად შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, დანარჩენ საკითხებზე არ გვიმსჯელია”- ამის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ბარნაბიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ დავით სონღულაშვილთან ერთად ჩავიდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობას ინფრასტრუტურული ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ.

” კაჭრეთი მართლაც განსაკუთრებულად არის დაზარალებული, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საცხოვრებელი სახლების სახურავები სრულად შევცვალოთ. დანარჩენ საკითხებზე, ამ ეტაპზე, არ გვიმსჯელია”- განაცხადა ბარნაბიშვილმა.

მესამე დღეა, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივები ბანკებში სესხების გადავადებასა და შხამ- ქიმიკატებით მომარაგებასაც ელოდებიან.

ბოლო ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უამინდობამ ერთწლიანი და მრავლწლიანი კულტურების 325 ჰექტარი დააზიანა, აქედან 130 ჰექტარზე, ნარგავების 80-90%_ ია განადგურებული.

სასოფლო – სამეურნეო სავარგულების გარდა, სეტყვამ 57 სახლის და 4 კორპუსის სახურავი დააზიანა.
სტიქიისგან მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის ანაზღაურება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებდან განხორციელდება.

კახეთის რეგიონში სეტყვისგან ლაგოდეხის, გურჯაანის, ყვარლის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დაზარალდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button