მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველო ოკუპირებულ გალის რაიონს ხანძრის ლიკვიდიაციაში დახმარებას სთავაზობს

ოკუპირებულ გალის რაიონის ცხრა სოფელში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა დახმარების გაწევასთან დაკავშირებით – ამის შესახებ სუს-ში რადიო თბილისს განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გალის რაიონში ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი.

„ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით“ – აცხადებენ სუს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button