სპორტი
საქართველო ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს შეხვდება

ევროპირველობის მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფის მომდევნო მატჩს ქართველი მოთამაშეები ხვალ საფრანგეთის ნაკრებთან გამართავენ.
თამაშზე ქომაგთა 30 %-ის დასწრებაა შესაძლებელი,რაც ჩვენს ნაკრებს მეტ მოტივაციას სძენს.
ევრო-2022-ის შესარჩევ ეტაპზე, 4 ტურის შემდეგ ჯგუფში 12 ქულით რუსეთი ლიდერობს. საქართველ 7 ქულით მეორე ადგილზეა. საფრანგეთს 2 ქულა აქვს, სომხეთს კი -1.
ავთანდილ ასათიანის შეგირდები, საფრანგეთთან გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას პრაქტიკულად გაინაღდებენ. სავარაუდოდ, 10 ქულა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნაკრები 6 საუკეთესო მეორეადგილოსანთა შორის მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება და მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს.