მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეებისპორტი

საქართველო პორტუგალიის ნაკრებს 2:0 უგებს – პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრები ანგარიშით – 2:0 იგებს.

მეორე გოლი მატჩში, პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

შეხვედრის პირველ წუთებზე მატჩის პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.

შეგახსენებთ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

ფაქტები

ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა დიდ ტურნირზე. მას საქართველოს ნაკრებში 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5 ყველაზე სწრაფ გოლს შორის შედის. მან პორტუგალიის კარი მატჩის დაწყებიდან 92-ე წამზე აიღო.
პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე სწრაფი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრებისგან გაუშვა.
გიორგი მიქაუტაძე გარეტ ბეილის შემდეგ (2016) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო სამ შეხვედრაში გოლი გაიტანა ან ასისტი შეასრულა.

I ტაიმი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საწყის ორ მატჩში ერთი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ჩვენს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ეს „ჯვაროსნებისთვის“ დამატებითი სტიმული აღმოჩნდა – მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდნენ. მეორე წუთზევე მიეცა გატანის კარგი შანსი და მიქაუტაძის პასით კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ენჯ პოსტეკოგლუ უეფა-სთვის – საქართველომ საოცრად დაიწყო. კვარაცხელიასთვის გაკეთებული საგოლე გადაცემა ბრწყინვალე იყო, რადგან მას ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა არ დასჭირდა. ერთი შეხება და დაგვირგვინება.

პირველი ტაიმის სტატისტიკა: მამარდაშვილმა ბურთი 3-ჯერ მოიგერია. კარის ჩარჩოში დარტყმა: საქართველო 1, პორტუგალია – 3. კარის მიმართულებით: საქართველო 3, პორტუგალია – 9. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში პორტუგალიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 4-ჯერ დაჯარიმდა. ჩვენს მეტოქეს კი პირველ ტაიმში ორი ჯარიმა და ორი ყვითელი ბარათი ჰქონდა.

ფეხბურთი საქართველოსთვის მთავარ მოვლენად იქცა. ბოლო ორი კვირაა, მთელი ქვეყანა, საზოგადოების ყველა წევრი, მათ შორის ისინი კი ვისაც ფეხბურთი არ უყვარს, თვალყურს ადევნებს ჩემპიონატს, აკვირდება საქართველოს ნაკრებს, განიცდის და უხარია წარმატება და წარუმატებლობები. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად ითამაშა. შესაძლოა ეს მღელვარება კიდევ გაგრძელდეს, თუ დღევანდელი მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში – ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ყურადღებაც მიიქცია და ევროპულ ქვეყნებში ფეხბურთის სპეციალისტებთან ერთად მოყვარულებიც აალაპარაკა.

მსგავსი პოსტები

Back to top button