მსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველო, როგორც COVID-19-თან ბრძოლის წარმატებული მაგალითი

საქართველო, როგორც საუკეთესო მაგალითი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში – ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საერთაშორისო ონლაინ პანელზე საქართველო მიიწვიეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, ონლაინ პანელზე COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს.

პანელური დისკუსია, სახელწოდებით „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში: პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“, შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული პრობლემების და რეგიონული კოორდინაციის შესახებ, 2 აპრილს მოეწყო.

საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველო, როგორც განსაკუთრებული ქეისის მქონე ქვეყანა მიიწვიეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.

პანელში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მკვლევარები და უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ. პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ვაშინგტონში 1946 წელს დაარსდა. ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს, მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button