“მმართველი პარტიიდან ცნობილმა პირმა გამაფრთხილა” – გენო ჯოხიძე [Audio]
ინტერნეტ-გაზეთ “მეტრონომის” მთავარი რედაქტორი, გენო ჯოხიძე ამბობს, რომ ფეიბუქ-ჩატში მმართველი გუნდიდან პოლიტიკური ფიგურა, დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ გამოქვეყნებული სტატიის გამო ფრთხილად იყოს.
საუბარია “მეტრონომზე” გამოქვეყნებულ რედაქტორის ბლოგზე, რომელშიც ჯოხიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, სუს-ის შეფს, ვახტანგ გომელაურს გადადგომისკენ მოუწოდებს.
“ვაფასებ შენს პრინციპულ პოზიციას, მაგრამ ფრთხილად იყავი” – წერს წყარო მთავარ რედაქტორს.
კითხვაზე, იმდენად სერიოზულადაა საქმე, რომ აუცილებელია გახმაურდეს აღნიშნული გაფრთხილება, წყარო პასუხობს რომ – კი. “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ” “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში” წერილი უკვე გადაგზავნა და შესაბამისი რეაგირება თხოვა.
გენო ჯოხიძე ამბობს, რომ ფაქტის საჯაროდ გახმაურების მიუხედავად საგამოძიებო ორგანოები მომხდარით არ დაინტერესბულან.