მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს

ღარიბაშვილის განცხადებით, კიევში ჩასვლას არ აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიიღეს.

„გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ხმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიევში ჩასვლას არ აპირებს.

მისივე თქმით, უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია.

„იმის დემონსტრირება თუ გინდათ, მაშინ იყო ჩამოსული… სოლიდარობა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია გამოვხტოთ ისე, როგორც მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არა! მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე და არათუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რომელიც უკრაინაში ხდება, როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი, ამიტომ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველსო პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ამ ომში ყველაზე მეტად უკრაინა იზარალებს. ირაკლი ღარიბაშილმა პარალელი 2008 წლის აგვისტოს ომტან გაავლო და თქვა, რომ მაშინაც რუსეთთან ომში საქართელომ დიდი დანაკარგი ნახა. მისივე  თქმით, საქართელო მზადაა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარეაბ შესაძლებლობების ფარგლებში აღმოუჩინოს.

პრემიერმა ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც მიმარტა და თქვა, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს, საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და პრაგმატული, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button