მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ-ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე ევროსასამართლომ რუსეთს კონვენციის დარღვევები დაუდგინა

2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს კონვენციის არაერთი მუხლის დადგენა დაუდგინა. საუბარი 2008 წლის ომის შემდეგ დაწყებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად, ადამიანის უფლებათა დარღვევას ეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ბორდერიზაციის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.
საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაში, რომელიც პალატამ დღეს, 9 აპრილს, გამოიტანა, „ბორდერიზაცია“ შეფასებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად.

სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.
ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება).
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, ასევე, დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების, განათლებისა და თავისუფალი მიმოსვლის უფლება.

ევროსასამართლო მიუთითებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ბორდერიზაციის სახელითაა ცნობილი. ნათქვამია, რომ ამით ადამიანებს ეკრძალებათ “საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თავისუფლად გადაკვეთა”.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ეს 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მემკვიდრეობაა.

“კერძოდ, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის ან გასვლის მცდელობისას ადამიანები მოკლეს, დააკავეს და/ან მათ მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების “არალეგალურად გადაკვეთის” გამო არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

ხალხს ჩამოერთვა მიწა, რომელსაც ისინი სოფლის მეურნეობისთვის იყენებენ. ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან ხანგრძლივი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლებში გაკვეთილებზე დასასწრებად”.

ევროსასამართლო საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არსებობას უსვამს ხაზს, კერძოდ, დაზარალებულთა სიებზე, ჩვენებებზე, მედიის მიერ გაშუქებულ ინფორმაციებსა და საერთაშორისო ანგარიშებზე, რითაც დაასკვნეს, რომ სავარაუდო ინციდენტები იყო არა ცალკეული, არამედ საკმარისად მრავალრიცხოვანი და ერთმანეთთან დაკავშირებული.

“უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა ნაკლებობა და დაინტერესებული პირების მიერ ზომების ზოგადი გამოყენება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო მსგავსი პრაქტიკის მიმართ”.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ 3 საჩივარი აქვს შეტანილი. ამასთან ერთად, ჯამში, სასამართლოს განსახილველი აქვს ჯამში 200-მდე ინდივიდუალური საჩივარი, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ან ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტს ან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს უკავშირდება.

საქართველოს იუსტიციის სამინსიტრომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიული გამარჯვება უწოდა. 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. 2022 წლის 16 სექტემბერიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button