მნიშვნელოვანისპორტი
საქართველო სათხილამურო სპორტში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპინატი საქართველოში – გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება საბერძნეთში გამართულ კონგრესზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მიიღო. საქართველოს განზრახვა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სენტ მორიცში შეხვედრისას გააცნო სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს.
საქართველომ ოფიციალური განაცხადი 2017 წლის აპრილში წარადგინა.