მნიშვნელოვანისპორტი

საქართველო-შვედეთი 2:0 და კვარაცხელიას დუბლი ბათუმში

2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბოლო თამაშში საქართველოს ნაკრები ტიტულოვან შვედეთს დაუხვდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ეროვნული გუნდი,სანიოლის დისკვალიფიკაციის გამო ზურაბ ხიზანიშვილმა გამოიყვანა.

ვარაუდი,რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოსთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებდა,- არ გამართლდა.იბრაჰიმოვიჩი ბათუმის სტადიონზე სასტარტოშივე გამოჩნდა.

მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. განსაკუთრებით აქტიური სწორედ ზლატანი გახლდათ, რომელმაც მრავალი მცდელობის მიუხედავად შედეგი ვერ დადო

ანგარიში მეორე ტაიმში,61-ე წუთზე გაიხსნა. აზაროვის მიერ დარტყმული ბურთები მეკარემ მოხსნა,თუმცა დამატებითზე ხვიჩა კვარაცხელიამ შვეციის ნაკრების კარში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მეორე გოლიც,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,კვარაცხელიას ანგარიშზეა. მან თავისი ტრადიციული და ულამაზესი დრიბლინგი განახორციელა,ოსტატურად გაუძვრა მცველებს და ტაბლოზე მატჩის საბოლოო ანგარიში “დაწერა”

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ქულით მეოთხე ადგილზე განთავსდა
შვედეთს კი პირველი ადგილის დასაკავებლად ესპანეთთან მხოლოდ მოგება სჭირდება.

ეს მატჩი მიმდინარე წლის 14 ნოემბერს სევილიაში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button