სპორტი

საქართველო-შვედეთის მატჩის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია.

ცნობილი გახდა იმ არბიტრთა ვინაობა,რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ტურში საქართველო_შვედეთის მატჩს განსჯის.

11 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე გასამართ შეხვედრას ჰოლანდიელი მსაჯები გაუძღვებიან.

მატჩის მთავარი არბიტრი 36 წლის სერდარ გიოზიუბიუიუკი იქნება.

ის გამოცდილი არბიტრია,რომელიც ჰოლანდიის ჩემპიონატის გარდა ევროპულ და საერთაშორისო ტურნირებსაც ემსახურება

1კვირის წინ სწორედ მან უმსაჯა ჩემპიონთა ლიგის მატჩს,სადაც ვილეარეალმა იანგ-ბოისი მიიღო.

გვერდით მსაჯებად მოწვეულნი არიან ასევე ნიდერლანდები: იოოსტ ვან ზუილენი და იოჰან ბადლერი.მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი იეროენ მანსხოტი შეასრულებს

აღსანიშნავია,რომ გიოზიუბიუიუკმა 2019 წლის 26 მარტს საქართველო-ირლანდიის მატჩს დუბლინში უმსაჯა

შეგახსენებთ,რომ B ჯგუფში საქართველოს ნაკრები 4 ქულით მეოთხე ადგილზეა.

საქართველო-შვედეთის მატჩი 11ნოემბერს 21 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button