მნიშვნელოვანისაქართველო
საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, მას შემდეგ რაც სირიამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების პრინციპი, შესაბამისად საქართველო იწყებს სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურებს.
სირიის არაბთა რესპუბლიკამ რამდენიმე საათის წინ დაადასტურა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საოკუპაციო რეჟიმების მიერ გავრცელებული განცხადება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას ხმა ►