“საქართველო – წარმატებულ ქვეყნა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ახალ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში კორუფციისა და საჯარო სექტორში მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა.
დოკუმენტში, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული ვითარებაა მიმოხილული. დოკუმენტის მიხედვით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველო ამ მხრივ ყველაზე კარგ პოზიციას იკავებს.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ საკანონმდებლო რეფორმებს აძლიერებდა პრაქტიკული ნაბიჯებიც, მათ შორის, უფრო აქტიური გამოძიებები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამი საზედამხედველო ორგანო – საარჩევნო ადმინისტრაცია, სახალხო დამცველი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ძლიერი ინსტიტუტრები. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოში სუსტია.
ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.