ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

საქართველომ $25 მილიონით მეტი ფულადი გზავნილები მიიღო

საქსტატმა დღეს 2021 წლის ოქტომბრის ფულადი გზავნილების ანგარიში გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში გზავნილების სახით $206.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია.

ჯამურად, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ $1.9 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც 2020 წლის შედეგებს 26%-ით აღემატება. ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც $337 მილიონი გადმოირიცხა, მეორე ადგილზე $316 მილიონით იტალიაა, მესამეზე კი $234 მილიონის გზავნილებით აშშ იმყოფება.

ქვეყნების რეიტინგი, საიდანაც საქართველო ყველაზე მეტ ფულად გზავნილს იღებს:

1. რუსეთის ფედერაცია – $337.3 მილიონი, მატება წინა წელთან 16%
2. იტალია – $315.8 მილიონი, მატება წინა წელთან 31%
3. აშშ – $233.7 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
4. საბერძნეთი – $200.7 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
5. ისრაელი – $152.1 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
6. გერმანია – $90.8 მილიონი, მატება წინა წელთან 56%
7. თურქეთი – $88.1 მილიონი, მატება წინა წელთან 0%
8. უკრაინა – $77.4 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
9. აზერბაიჯანი – $71.2 მილიონი, მატება წინა წელთან 67%
10. ესპანეთი – $45.7 მილიონი, მატება წინა წელთან 17%

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთიდან გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button