მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველომ ავღანეთში სამშვიდობო მისია დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია, რომელიც 17 წელიწადს ითვლის, დასრულდა.

საზეიმო ცერემონია სენაკის სამხედრო ბაზაზე დღეს გაიმართა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს: საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის სამხედრო მოსამსახურეები „მხედრული მამაცობისთვის“- მედლებით დაჯილდოვდნენ.

ქართველი სამხედროები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით , ასევე დაჯილდოვდნენ საშტატო იარაღითა და მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“ და „გიორგი ანწუხელიძე“.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მისიას ასრულებდნენ ოცეულის, ასეულისა და ბატალიონის დონეზე როტაციის პრინციპით, ამერიკული, ფრანგული და გერმანული სარდლობების დაქვემდებარებაში, ასევე, ქაბულში მდებარე რეგიონული სარდლობის ცენტრში, თურქული კონტინგენტის შტაბ-ბინაში.

საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button