მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველომ ავსტრიისგან ასტრაზენეკას 5000 დოზა ვაქცინა მიღო

ავსტრიის მთავრობის მიერ საჩუქრად გადაცემული AstraZeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა საქართველოშია

„დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას – ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის!
ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ!“, წერს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი.

ფაქტს „ტვიტერში“ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
„მადლიერი ვარ ჩემი ავსტრიელი კოლეგის, ალექსანდერ შალენბერგის და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსი ასტრაზენეკას იმ 5000 დოზისთვის, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში. COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივ ძალისხმევასა და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენი მხარდაჭერა უაღრესად დასაფასებელია“,- წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია 267 727 ადამიანი.ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button