მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, ევროკავშირმა ამის საპასუხოდ განსაზღვრა 12 პრიორიტეტი

როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონზე საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა,

რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ ჰქონდა ევროგაერთიანებას საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე.

სტანოს თქმით, მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ორი.

„როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონზე საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგანაც საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა – ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიისა და განხილვის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. ვფიქრობ, აშკარაა თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

რაც შეეხება ისრაელში სასამართლო რეფორმას, ევროკავშირის პრესსპიკერის თქმით, ევროგაერთიანება ძალიან ყურადღებით აკვირდება აღნიშნულს და ხედავს, რომ არის ძალიან ცოცხალი დისკუსია შემოთავაზებულ რეფორმაზე.

„მიმდინარე დისკუსიაა, ჩვენი ადგილი არაა, რომ შევიდეთ დებატებში – ვთქვათ რა არის არასწორი, რა სწორი. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით [პროცესებს], ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საზიარო ღირებულებებსა და პრინციპებზე… ჩვენ არ ვერთვებით მიმდინარე დისკუსიებში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“, – დასძინა სტანომ.

ცნობისთვის, ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციაზე 500 000-მდე ადამიანი გამოვიდა. მედიის თქმით, ეს ყველაზე მასშტაბური პროტესტია ქვეყნის ისტორიაში. პროტესტი კვირებია გრძელდება.

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს,
„აგენტების“ რუსული კანონის გაწვევასთან ერთად, „რუსული ოცნების“ მაღალჩინოსნების რიტორიკა უაღრესად აგრესიული გახდა. ახალი მესიჯბოქსით, ისინი ემუქრებიან ქართველ ხალხს და ჩვენს ახალგაზრდობას.

ზუსტად ის, ვინც აშინებს საკუთარ ხალხს, შიშის მეშვეობით სურს წაართვას ღირსება და აცხოვროს ფინანსურ, თუ სხვა სახის მონობაში, არის ჩვენი ერის მტერი. დიახ, „ოცნება“ არის ქართველი ხალხის, საქართველოს მომავლის მტერი!

მსურს და მჯერა, რომ ამ დამნაშავეობრივ დაჯგუფებას არაძალადობრივად, მშვიდობიანად და უსისხლოდ გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან.

ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button