მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავის ცენტრალური საავადმყოფო დამოუკიდებლად კოვიდ- პაციენტებს აღარ მიიღებს

ორი დღეა, თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომ, კოვიდ ინფიცირებული პაციენტების დამოუკიდებლად მიღება შეწყვიტა.

მიზეზად, რეგიონში კორონა ვირუსის შემთხვევების ზრდა სახელდება.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ეკა საყვარელიძის განმარტებით,14 ნოემბრიდან, პაციენტებს საავადმყოფოში მხოლოდ სასწრაფო- სამედიცინო სამსახურის გადაწყვეტილებით მიიღებენ.

“ინფიცირებულების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ  პაციენტებს  სამკურნალოდ, მხოლოდ 112- ის ბრიგადის, ან ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით მივიღებთ. ადგილები ისედაც არ არის ბევრი და მნიშვნელოვანია, გადაუდებელი დახმარება გაეწიოს, მძიმე და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს, იმისათვის, რომ მეტი სიცოცხლე შევინარჩუნოთ ” – განაცხადა საყვარელიძემ, რადიო ჰერეთთან.

თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომ, კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღება 10 ნოემბერს დაიწყო.
მანამდე საავადმყოფო ცხელების ცენტრის ფუნქციას ასრულებდა და მხოლოდ სიმპტომების მქონე პაციენტების ტესტირებას ახორციელებდა.

დღეს კახეთში კორონა ვირუსის 70 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button