მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თელავში 90-იანი დაბრუნდა – ადგილობრივები

საზოგადოებრივ ტრანსპოტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა გრძელ მანძილზე ფეხით გადაადგილდება.

ადგილობრივები რადიო ჰერეთთან ამბობენ, რომ 28 ნოემბრის შემდეგ, სოფლებიდან ადმინისტრაციული ცენტრისკენ, კერძო ტაქსებმა მომსახურება გააძვირეს.

” ტაქსები გაძვირდა, 2 ლარის ნაცვლად, ოთხს გვთხოვენ. სამარშუტო ავტომანქანები აკრძალულია, ამიტომ ფეხით დავდივართ. ახლა, თელავში მდებარე ერთ- ერთი ბანკიდან მოვდივარ. დილით წავედი , საღამოა უკვე, ეხლა ვბრუნედები ” – განაცხადა სოფელ ვარდისუბანში მცხოვრებმა, ლალი თუშიშვილმა.

ადმინისტრაციული ცენტრისკენ ფეხით გადაადგილდებიან, ის მოქალაქეებიც, რომლებიც სურსათის მაღაზიებსა და აფთიაქებში მუშაობენ.

ერთ- ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ 28 ნოემბრის შემდეგ, სოფელ შალაურიდან, სამსახურში ფეხით დადის.

“დილით თითქმის 2 საათით ადრე გამოვდივარ სახლიდან, რომ სამსახურში მოვიდე. გზა ცალკე მღლის და ქუჩის ძაღლები ცალკე პრობლემად მექცა. ტაქსით ვერ წამოვალ, ძალიან გაძვირდა. სამსახურში დაღლილი მივდივარ , თითქმის ექვს კილომეტრს ფეხით გავდივარ” – განაცხადა ინა ლუხუტაშვილმა.

ახლონდებარე სოფლებიდან მოსახლეობა პროდუქტის საყიდლადაც ფეხით დადის.

სოფელ ნასამხრალში მცხოვრები, ეთერ ჭყოიძე ამბობს, რომ თელავში ფეხით ჩასვლა, უკვე ორჯერ მოუწია.
“ეს არის 90- იან წლებში დაბრუნება. ორჯერ ვიყავი უკვე ფეხით. ოჯახში რაც მჭირდება, სოფლის მაღაზიაში ყველაფერი არ არის, ტრანსპორტი არ მყავს, არც ტაქსის ფული მაქვს” – თქვა ჭყოიძემ.

თელავის ცენტრში, ორი ავტოსადგურია, საიდანაც ყველა სოფლის მიმართულებით, 30- ზე მეტი სამარშუტო ავტომანქანა მოძრაობს.

დღევანდელი მდგომარეობით, ორივე სადგური დაკეტილია

მსგავსი პოსტები

Back to top button