“ადამიანი რომელიც შუშის კოლბაში ზის, ერთობა ამ ყველაფრით”

აქცია – პერფორმანსი უზენაეს სასამართლოსთან. რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წევრბი შეიკრიბნენ.

ისინი სასამართლოს მიერ 2 მარტს გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება ექსპრემიერ მიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსთავი 2-ზე და ზოგადად მედიაზე ზეწოლას ახორციელებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ევროპული სასამართლოს სამართლიანობის იმედი აქვთ.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ამ შენობაში, ამ სასამართლოში მიიღო 9 მოსამართლემ. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ის ადამიანი, რომელიც შუშის კოლბაში ზის, უბრალოდ ერთობა ამ ყველაფრით და თამაშობს, მაგრამ ის ამ კონკრეტულ მომენტში ამთავრებს თამაშს, რადგან რუსთავი 2-ს ის ვერ დაეპატრონება, იმიტომ, რომ რუსთავი 2 არის ხალხის ტელევიზია,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button