სპორტი

საქართველოს 19 წლამდელმა ფეხბურთელებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხეს

ბაქოში, 1 კვირიან შეკრებაზე მყოფი საქართველოს 19 წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები აზერბაჯანის ამავე ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა მასპინძელ აზერბაიჯანელებს დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით: 3:2 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ მეტოქის კარში სამივე გოლი „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა გაიტანეს.

„დალგა არენაზე“ ქართველებიდან თავი გამოიჩინეს და აქტივში გოლების სტატისტიკა გაიმყარეს გიორგი კვერნაძემ, გიზი მამაგეიშვილმა და გეგი გეგუჩაძემ. აზერბაიჯანელ თანატოლთაგან კი გოლები ვუსალ ალიევმა და მაჰმუდ აგაევმა გაიტანეს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ გუნდს 6 აგვისტოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება, 7-ში კი საქართველოში დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადებიან.

აქ ვასილ მაისურაძის გუნდი მეათე ჯგუფში ნორვეგიას, უელსს და კოსოვოს შეხვდება. მინი-ტურნირს ნორვეგია 6-12 ოქტომბერს უმასპინძლებს.

19 წლამდე ნაკრებთა ევროპის 21-ე ჩემპიონატი, 2022 წლის ზაფხულში სლოვაკეთში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button