საქართველოს 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრები ვიცე-ჩემპიონია

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდური შეჯიბრის ფინალში იასპარეზეს, სადაც რუსეთის ნაკრებთან დამარცხდნენ 38:45.

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი მასპინძლობდა. ფინალში გასვლამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ნახევარფინალში ბელარუსს სძლიეს 45:42, მანამდე კი უკრაინა – 45:38 და ჩემპიონატის ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი იტალია დაამარცხეს – 45:42.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ჩემპიონობა სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.

ახალგაზრდა მოფარიკავეები თბილისში 5 მაისს დაბრუნდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button