მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველოს 3 მოქალაქის დაკავება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

როგორც ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, დაკავებულები 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირიკია, ასევე 1987 და 1992 წლებში დაბადებული მიხეილ და მათე ლამანძიები არიან.

სისხლის სამართლის საქმე წინასწარი განზრახვით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით არის აღძრული, რომელიც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დე ფაქტო აფხაზეთმა ე.წ. საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან პირველ ივნისს დაკეტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button