რეგიონი

“საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა

რაიონულ სასამართლოში ზუგდიდში “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა.

სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრება .

როგორც მოსამართლე ეკატერინე ბებიამ აღნიშნა, ბადრაგის სამსახურმა სასამართლოს განცხადებით მიმართა , რომ დღევანელ პროცეს ბადრი ესებუა არ დაესწრება , მიზეზი უცნობია.

აღნიშნულიდან გამომდინარე , ბადრი ესებუას ადვოკატმა ხათუნა ჯანაშიამ შუამდგომლობა დააყენა და სხდომის გადადება მოითხოვა.

,,მან ადრე განაცხდა , რომ ყველა პროცესს დაესწრებოდა. წარმოდგენილი განცხადება ორაზროვანია , არ არის გარკვეული არ ესწრება, თუ ვერ ესწრება, იმისათვის, რომ არ დაირღვეს ბრალდებულის უფლებები , სწორედ ამიტომ ვშუამდგომლობ პროცესის გადადებას,“- აღნიშნა ადვოკატმა.

თავის მხრივ ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ოქმით, რომელიც მოსამართლემ წარმოადგინა არ ირკვევა ბადრი ესებუას ამ კონკრეტულ პროცესზე არ სურს დასწრება, თუ ზოგადად ყველა დანარჩენ პროცეს არ დაესწრება და თანახმაა მისი მონაწილეობის გარეშე გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა , თუ დღეს გარკვეული მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა.

,, ამ ოქმში მიზეზი არ ჩანს , მაგრამ ისე გავაგრძელოთ ამ საქმის განხილვა, რომ ბრალდებულის უფლებები მაქსიმალურად იქნეს დაცული და არ დაირღეს ,“- განაცხდა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

მოსამართლე ეკატერინე ბებიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ამასთან, სასამართლო მოუსმენს ბრალდების მხარეს მოწმეებს.
ზუგდიდში “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკითხულმა ერთ-ერთმა პირმა დაადასტურა , რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს ბადრი ესებუამ მაღაზიაში, რომელიც საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას ეწევა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი 20 ცალი ვაზნა შეიძინა.

მისივე თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ ბადრი ესებუა ხმით ამოიცნო.

,,გამოვკითხეთ პირი , რომელმაც დაადასტურა , რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს ბადრი ესებუამ მაღაზიაში, რომელიც ეწევა საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას , შეიძინა მაკაროვის სისტემის პისტოლეტისთვის განკუთვნილი 20 ცალი ვაზნა . ჩვენ ასევე , წარმოვადგინეთ ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ეს გახლავთ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა , რომელსაც შემდგომ სხდომებზე გამოვიკვლევთ, მოვიწვევთ ექსპერტს, რომელიც მიაწვდის სასამართლოს დეტალურ ინფორმაციას ჩატარებული კვლევების შესახებ.
ბრალდების მხარემ დღეს გამოიკვლია მტკიცებულებები, გამოიკითხა მოწმეები , მათ შორის იყო ერთ-ერთი მძევალი, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია. მათ შორის იყო მოწმე, რომელმაც განაცხადა , რომ ხმით ამოიცნო ბრალდებული . კერძოდ, განმარტა , რომ ტელევიზიაში გასული სიუჟეტებიდან მისთვის ნათელი გახდა , რომ პირი რომელიც ბანკში იყო შეჭრილი და ითხოვდა 500 ათას აშშ დოლარს ეს იყო მის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ბადრი ესებუა რის შესახებაც მან აცნობა გამოძიებას და ეს დაადასტურა დღეს . ეს მოწმე არის მოქმედი პოლიციის თანამშრომელი და მას პოლიციაში მუშაობის დიდი ხნის სტაჟი აქვს“ – განაცხდა მირანდა წერეთელმა.

,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში რალდებული ბადრი ესებუას მომდევნო სასამართლო პროცესი 6 აპრილს გაიმართება.
ცნობისთვის, ბადრი ესებუა 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button