კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალიდან დამყაჩაღებელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, სავარაუდოდ კიდევ 2 შენობაში რჩება, – ამის შესახებ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ქვედენაყოფები. მათ თავდამსხმელთან კომუნუკაცია ჯერჯერობით არ დაუმყარებიათ.
კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის შეიარაღებულია და ხელყუმბარა აქვს. მას მძევლები ჰყავს აყვანილი. ბანკში შეჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.