მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებულს სავარაუდოდ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ნიკოლოზ წურწუმიას, ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, 27 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მათივე განცხადებით, წურწუმია თვეებია ზუგდიდში საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ იმყოფება და ის თბილისში ცხოვრობს. თუ რას საქმიანობდა ნიკოლოზ წურწუმია თბილისში მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ბრალდებულის დედა და მამა ემიგრაციაში იმყოფებიან, ხოლო და, ასევე თბილისში ცხოვრობს. მათივე თქმით, ახალგაზრდა დაოჯახდა, რის შემდეგაც საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა და თბილისში გადავიდა.
შეგახსენებთ, ავლაბრის მეტროსთან მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი დღეს, დაახლოებით, 13 საათისთვის შეიჭრა.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია „საქართველოს ბანკს“