მნიშვნელოვანირეგიონი
,,საქართველოს ბანკზე,, თავდამსხმელი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ,,საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის დაყაჩღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ ბადრი ესებუას 13
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდების მხარე ბადრი ესებუას მიმართ წარდგენილი მუხლებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი და მაქსიმალური სასჯელის გამოყენაბას ითხოვდა.
დაცვის მხარემ კი, ესებუას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.