მნიშვნელოვანისიახლეები

,,საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ,,-ბიძინა

ოლიგარქის პარტია წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. დიდი თავყრილობა, სადაც ტრადიციულად დამსწრეები საგანგებოდ შეკრიბეს, მცხეთაში გაიმართა. საჯარო მოხელეებით შევსებულ პარტიულ შეკრებაზე თავად ბიძინა ივანიშვილიც მივიდა, რომელიც საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც პროდასავლურ ძალებს აკრძალვით დაემუქრა. “ოცნების” ლიდერების გამოსვლების მთავარი ხაზიც დღეს დამფუძნებლის განცხადებების იდენტური იყო. 12-წლიანი მმართველობის შემდეგაც პრორუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სახელისუფლებო პარტიის ხელმძღვანელი პირები წინასაარჩევნო კამპანიას კვლავ უკიდურეს პოლარიზაციაზე აგებენ, ისევ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მმართველობაზე საუბრობენ, იმუქრებიან ოპოზიციური პარტიების გაუმებით და რეპრესიებს აანონსებენ.

26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად – ბიძინა ივანიშვილი
მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რათა შეიქმნას მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, საქართველოს ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.

“რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს “ქართული ოცნება” 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო 4 წელიწადი, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ, მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწრო-პოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენ ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენ ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button