“საქართველოს და ლატვიის შემსრულებლები უფრო მომეწონა”
„ევროვიზია 2015“-ის ლიტვის ჟიურის წევრმა ლაურას ლუჩიუნასმა, რუმელმაც რუს შემსრულებელ პოლინა გაგარინას უმდაბლესი ქულა მიანიჭა, გამოცემა Delfi-სთან განმარტა, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
„არ მომწონს, როცა სიმღერა არაბუნებრივად დაჭიმული და ნათამაშებია. მიყვარს, როდესაც მომღერლები მღერიან, და არა თითქოს მსახიობების თამაშს ვუყურებთ. ამ სიმღერაში განსაკუთრებული რა იყო?“
ლუჩიუნასმა აღნიშნა, რომ ალტერნატიული მუსიკის თაყვანისმცემელია, ამიტომ მას საქართველოს და ლატვიის შემსრულებლები უფრო მოეწონა.
„კომისიის წევრებს სუბიექტური აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. თავი არავისთან უნდა გავიმართლოთ, მათ რიცხვში, რუსეთთანაც. ჩემთან არც ფრანგებს დაურეკავს და არც სხვას, არავის უკითხავს, რატომ მივანიჭე ესა თუ ის ქულა. რუს მომღერლებთან და პროდუსერებთან ხშირი ურთიერთობა მაქვს, ვფიქრობ, ბევრი მათგანი დამეთანხმება. გამოგიტყდებით, არ ველოდი, რომ საქმე ასეთ მძიმე სახეს მიიღებდა“, – განაცხადა ლუშიუნასმა.
შეგახსენებთ: ლიტვის ჟიურიმ რუსეთს მე-20 ადგილი მიანიჭა, ტელემაყურებელმა კი მე-3. ამ ფაქრმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც რუსეთში, ისე ლიტვაშიც. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმის თანამონაწილე შეიძლება ლიტვის პრეზიდენტია, რომელიც რუსეთის პოზიციას უკრაინისადმი, მკაცრად აკრიტიკებს. დაილია გრიბაუსკაიტემ Delfi-ს შეკითხვას ირონიულად უპასუხა:
„ამგვარ გამონათქვამებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუ საქმე მართლა ასეა, ე.ი. ძალიან გავლენიანი ადამიანი ვარ. ვხუმრობ.“