მნიშვნელოვანირეგიონი

საბაჟო გამშვებ პუნქტში “ლაგოდეხი” ბელორუსიიდან მომავალ კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში “ლაგოდეხი” ბელორუსიიდან მომავალ კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ლაგოდეხი“, ბელორუსიის რესპუბლიკიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერა.

სამსახურის ინფორმაციით, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 21,5 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შემდეგ, საქონელი უკან გააბრუნეს.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის დადგენილების შესაბამისად, საქონელი, რომელშიც მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდება, საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button