მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოს დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო”, – ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 14:00 საათზე გაითიშა.

ამ წუთებში მიმდინარეობს ავარიის საწინააღმდეგო სამუშაოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button