მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის ემზადება

ესპანეთი-საქართველოს მატჩისთვის სუბსიდირებული ფრენები ინიშნება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის ემზადება. ერთდღიანი დასვენების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან და ტრადიციულად ვილი სანიოლის გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ანგარიში გახსნა – გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

საქართველო ევროპის საუკეთესო 16 გუნდშია. ნაკრებმა 2 უპასუხო გოლით დაამარცხა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, რომელსაც ბოლო 12 მატჩში წაუგებელი სერია ჰქონდა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის დაწყებიდან მეორე წუთშივე გაიტანა. მეორე ქულა კი, ქვეყანას 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებულმა პენალტმა მოუტანა.

საქართველო პორტუგალიის ნაკრებს 2:0 უგებს – პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდეგი მეტოქე კიდევ ერთი გრანდი – ესპანეთია. სამზადისი, 15 წუთით ღია იქნება მედიისთვის. მატჩი საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის 30 ივნისს გაიმართება. შეხვედრა კიოლნის სტადიონზე შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია

ესპანეთი-საქართველოს მატჩისთვის სუბსიდირებული ფრენები ინიშნება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება. ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, ორი გზის – 390 ევრო.

ამ ეტაპისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ Georgian Airways-ი და Georgian Wings-ი, უკან კი მგზავრებს ჩამოიყვანს Georgian Airways-ი.

თბილისი-კიოლნი:

29 ივნისი – გაფრენა 12:00 სთ-ზე;
29 ივნისი – გაფრენა 19:00 სთ-ზე;
30 ივნისი – გაფრენა 04:30 სთ-ზე.
კიოლნი-თბილისი:

2 ივლისი – გამოფრენა 15:00 სთ-ზე.
მგზავრები აეროპორტში უნდა მივიდნენ ფრენამდე სამი საათით ადრე.

26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. შესაბამისად, მაშინ გაირკვა, რომ 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ეთამაშებოდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე. ბილეთის ფასი 50-დან 500 ევრომდე მერყეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button