მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს

ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შედეგიანად დაიწყო –”ერთა ლიგის” “პლეი ოფის” განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 4:0 ამარცხებს. მესამე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის 23-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეოთხე კვლავ ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნა ოთარ კიტეიშვილმა. შეხვედრის მე-14 წუთზე კი სომხეთის ნაკრების კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

მატჩი “დინამო არენაზე” მიმდინარეობს.

საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, კაშია, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი “პლეი ოფის” მოგების შემდეგ უეფა-ს “ერთა ლიგის” B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

მსგავსი პოსტები

Back to top button