მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა EURO 2024-ის დღევანდელი მატჩისთვის ცნობილია ⚽

⚽ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა EURO 2024-ის დღევანდელი მატჩისთვის ცნობილია. გასაჯაროვდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომელიც პორტუგალიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი.

მცველები: გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე.

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი.

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გადადის.

სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, გუგეშაშვილი, კვერკველია, წიტაიშვილი, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, შენგელია, სიგუა, მექვაბიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ლობჟანიძე, ზივზივაძე, ქვილითაია.

პორტუგალია: კოშტა, დალო, დანილო, ა. სილვა, ინასიო, პალინია, ნეტო, ნევეში, ფელიქსი, კონსეისაო, რონალდო.

საქართველოს ნაკრების მატჩი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთი საქართველოსთვის მთავარ მოვლენად იქცა. ბოლო ორი კვირაა, მთელი ქვეყანა, საზოგადოების ყველა წევრი, მათ შორის ისინი კი ვისაც ფეხბურთი არ უყვარს, თვალყურს ადევნებს ჩემპიონატს, აკვირდება საქართველოს ნაკრებს, განიცდის და უხარია წარმატება და წარუმატებლობები. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად ითამაშა. შესაძლოა ეს მღელვარება კიდევ გაგრძელდეს, თუ დღევანდელი მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში – ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ყურადღებაც მიიქცია და ევროპულ ქვეყნებში ფეხბურთის სპეციალისტებთან ერთად მოყვარულებიც აალაპარაკა ⚽
🇬🇪

ვილი სანიოლი
მთავარი მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრები

რობერტო მარტინესი
მთავარი მწვრთნელი პორტუგალია

მსგავსი პოსტები

Back to top button