მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა

საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე პირველი შეხვედრა ჩეხეთთან გამართა და დიდი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.

მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მე-80 წუთზე ჩეხეთმა ერთი გოლი გაიტანა – მისი ავტორი ლუკაშ კალვაში იყო.

ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი იყო შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იყო შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ტირანაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button