მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალშია

მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა.
ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და, მერვედფინალში გასასვლელად, პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
გუნდების შემადგენლობები:

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

პორტუგალია: დიოგო კოსტა, გონსალო ინასიო, ანტონიო სილვა, დანილო, დიოგო დალო, პედრო ნეტო, ჟოაო პალინია, ჟოაო ნევესი, ჟოაო ფელიქსი, ფრანსისკო კონსეისაო, კრიშტიანუ რონალდუ.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.
=

მსგავსი პოსტები

Back to top button