საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინასთან მატჩში ანგარიში გაათანაბრა
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგა 2024-25 წლების სეზონში მეხუთე მატჩს მართავს. მისი მეტოქე უკრაინის ნაკრებია.
უეფას „ერთა ლიგის“ გათამაშების მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველო – უკრაინას შორის მიმდინარე მატჩის ანგარიში გათანაბრდა და 1:1 გახდა.
შეხვედრის მეორე გოლი, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, გიორგი მიქაუტაძემ 77-ე წუთზე გაიტანა.
მანამდე, შეხვედრის პირველი ნახევარი უკრაინის უპირატესობით – 1:0 ანგარიშით დასრულდა.
თამაშის პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, საბა კვირკველიამ საკუთარ კარში გაიტანა.
მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ ჩეხეთს ერთი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება მეტოქეს – უკრაინა 4 ქულით ბოლო ადგილზეა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. 6-6 ქულა აქვს ალბანეთს და საქართველოს. ხოლო 4 ქულა უკრაინას.
ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ მეტად დაძაბულ მატჩში ანგარიში უკრაინამ გახსნა, ბურთი საკუთარ კარში საბა კვირკველიამ ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-76 წუთზე გაათანაბრა. გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.