მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები
საქართველოს განაცხადი? – მაშინ მოიქეცით ევროპულად პოლიტიკის შემუშავებისას
კარგი, მაშინ მოიქეცით ევროპულად, – ამ კომენტარით ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს პასუხობს, რომელიც „ფეისბუქში“ წერს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარადგენს.
შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დაჩქარებული წესით ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ოფიციალურად 3 მარტს წარედგინება.