საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში გაიხსნა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/სანფრანცისკო.jpg)
საქართველოს გენერალური საკონსულო სან ფრანცისკოში, მოქალაქეების მიღებას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს. საკონსულო დღეს ოფიციალურად გაიხსნა – ამის შესახებ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობამ შეერთებულ შტატებში განაცხადა.
ახლადგახსნილი საკონსულო, რამდენიმე შტატს დაფარავს. მათ შორისაა კალიფორნია, არიზონა, ნევადა, ორეგონი, ვაშინგტონი, აიდაჰო, იუტა, უაიომინგი, მონტანა, კოლორადი, ნიუ-მექსიკო, ჩრდილოეთ-დაკოტა, სამხრეთ-დაკოტა, ნებრასკა, კანზასი, ალასკა, ჰავაი, ოკლაჰომა და ტეხასი.
სან-ფრანცისკოში გახსნილ საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეები საკონსულოს კომპეტენციაში შემავალ ყველა მომსახურებას მიიღებენ. მათ შორისაა, რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობისთვის.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს მისი საცხოვრებელი შტატის დაფარვის შესაბამისი საკონსულოს აღრიცხვაზე არაუგვიანეს 8 ოქტომბრისა.
აშშ-ში საქართველოს საელჩო, რეგისტრაციისთვის, ოფიციალური ვებგვერდის ბმულს ავრცელებს: www.geoconsul.gov.ge
საკონსულო აღრციცხვის მომსახურებით სარგებლობა შეუძლია საზღვარგარეთ დროებით მყოფ ან მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს.