მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს ჰიმნის დროს სტვენის გამო, UEFA-მ ალბანეთის ნაკრები დააჯარიმა

ალბანური მედიის ინფორმაციით, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული მატჩის დროს მომხდარი დისციპლინური გადაცდომების გამო, UEFA-მ ალბანეთის ნაკრები დააჯარიმა 41250 ევროს ოდენობით აღნიშნული ჯარიმა სხვადასხვა დარღვევის სანქციის კომბინირებული რიცხვია.

მათივე განცხადებით ალბანელმა ფანებმა პრობლემები შექმნეს როგორც საქართველოსთან, ისე უკრაინასთან მატჩებში.

დარღვევებში ნახსენებია საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა, სტადიონის კიბეების ბლოკირება და მოედანზე საგნების სროლა.

უშუალოდ საქართველოს ჰიმნის მიმდინარეობისას სტვენისთვის, ალბანელები 12500 ევროთი დაჯარიმდნენ. სტადიონის ტრიბუნებზე არეულობის შექმნისა და გადაადგილების შეფერხებისთვის, დამატებით 18000 ევროს გადახდა მოუწევთ, მოედანზე ნივთების სროლისთვის 4750 ევროს, ხოლო მოედნის ნაწილის დაკავებისათვის 6000 ევროს — დისციპლინარული დარღვევების გამო დაწესებულმა სანქციამ, ჯამში 41 250 ევრო შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button