საქართველოსიახლეები

“საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები”

“საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები”. – ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი “ქართული ოცნების” მტკიცებაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები არ არსებობენ.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ არაერთი საქმე გამოიკვეთა, სადაც მართლმსაჯულების მოტივები არაკეთილსინდისიერია და პოლიტიკური მიზანშეწონილობა შეინიშნება.

არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ასეთ საქმეებში შედის გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები.

“ჩნდება სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების ან პოლიტიკური ნიშნები ამ საქმეების წარმოებისას. განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო შარშან 20 ივნისის შემდგომ სხვადასხვა პოლიტიკური პირების მიმართ წარდგენილი ბრალდებები და ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებდა”. – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button