სპორტი
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ყავს

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რუმინელი სანდუ ფლორინ იაკობი გახდა. 43 წლის სპეციალისტს 5 რუმინულ კლუბში და ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნამუშევარი.
სამწვრთნელო კარიერა სანდუ იაკობმა 2016 წელს დაიწყო, როცა თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო მუშაობა. შემდეგ იყო სხვადასხვა კლუბები. 2017-2018 წლებში „კონსტანტას“ თავკაცობისას, რუმინეთის თასის მფლობელი გახდა.
მოთამაშის რანგში სანდუ იაკობი 4 ჯერ რუმინეთის ჩემპიონი გახდა. 5-ჯერ კი თასს დაეუფლა. 2009 წლის ხორვატიის ჩემპიონატზე ფლორინი ეროვნულ ნაკრებს კაპიტნობდა.