მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
საქართველოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმებულია

საქართველოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს
ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში დაადასტურეს.
ცენტრის ცხელ ხაზზე განმარტეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდ- 19-ზე აცრები შეჩერებულია, რადგან ქვეყანაში ვაქცინის არცერთი დოზა არ არის.
რა პერიოდში იქნება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი, დააცადებათა კონტროლის ცენტრში ინფორმაცია არ აქვთ.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 2024 წლის დადგომამდე ქვეყანაში ფაიზერის ვადაგაგრძელებული ვაქცინა გამოიყენებოდა, რომლის მარაგი უკვე ამოიწურა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმებულია.
სეზონური გრიპისა და კოვიდ-19- ის გართულებული ფორმებით დაავადებული პაციენტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.